პარლამენტმა გრიგოლ ლილუაშვილის თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის თაობაზე ინფორმაცია ცნობად მიიღო

პარლამენტ

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილის თანამდებობიდან ნებაყოფლობით გადადგომის და, შესაბამისად, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ინფორმაცია ცნობად მიიღო.

გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2019 წლის ოქტომბერში დაამტკიცა. სუს-ის უფროსის არჩევა 6 წლის ვადით ხდება.