პოლიციამ 5 შეკვრად დაფასოებული "კლეფედრონი" ამოიღო - ბრალდებული მის გასაღებას "ტელეგრამით" ცდილობდა

დაკავება

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ნარკორეალიზაციის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი - 1999 წელს დაბადებული ო.გ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით, დადგინდა, რომ ბრალდებული ო.გ. ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სოციალური აპლიკაციის - "ტელეგრამის" გამოყენებით ცდილობდა.

პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, 5 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "კლეფედრონი" ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი და 19-260-ე მუხლის მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.