„ნიგოზში მომწარო გემო შესაძლოა ამის მანიშნებელი იყო...“ - სურსათის უვნებლობის სპეციალისტის გაფრთხილება

ირაკლი არაბული

სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული „პრაიმტაიმთან“ საუბრობს, თუ რამდენად საშიში და საფრთხილოა თხილეული, რომელსაც მომწარო გემო აქვს. 

„აფლატოქსინი შესაძლოა შეგვხვდეს თხილეულშიც მათ შორის ნიგოზში, თხილში, ფისტაში. ამ შემთხვევაში წარმოიქმნება B1 ტოქსინი, რომელიც პროდუქტის დაობების შედეგად ჩნდება, როდესაც ძალიან დაბალ ტემპერატურაზე ობდება თხილეული. ასეთ შემთხვევაში პროდუქტს ვიზუალურადაც ეტყობა. თხილეულში მომწარო გემო შესაძლოა საწყისი ეტაპი იყოს ობის სოკოს წარმოქმნის, რომელიც შემდეგ უკვე წარმოქმნის მსგავს ტოქსინს. ამიტომ არის რომ დაობებული თხილეულის მიღება რეკომენდირებული არ არის“, - ამბობს ირაკლი არაბული.