ვინც აღდგომას საფლავზე გადის, ეს უნდა იცოდეს
1744405765
აშშ-ში, ნევადას შტატში ხელისუფლებამ, 71 წლის პენსიონერს კარლ მიტჩელს შვიდი ვეფხვი ჩამოართვა, რომლებიც მას კანონიერი ნებართვის გარეშე ჰყავდა.
ნაის ოლქის შერიფის განცხადებით, პენსიონერს სახლში ვეფხვები რამდენიმე წლის განმავლობაში, ნებართვის გარეშე ჰყავდა. სოციალური ქსელები პერიოდულად ასახავდნენ მტაცებლებთან ურთიერთობის კადრებსაც კი.
თავად პენსიონერი აცხადებს, რომ მას ვეფხვები "ემოციური მხარდაჭერისთვის" სჭირდებოდა.
პოლიციის განმარტებით, სახლის ჩხრეკის დროს, 71 წლის მამაკაცმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ის დააკავეს.