გია აბაშიძე: ნაცმოძრაობამ სერჟანტ როინ შავაძეს მიწიერი ჯოჯოხეთი მოუწყო – ეს პარტია საჯარო სივრციდან უნდა გაქრეს

გია აბაშიძე

ექსპერტი გია აბაშიძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომას გამოეხმაურა, სადაც სერჟანტ როინ შავაძის მეუღლემ ტრაგიკული ამბის დეტალები საჯაროდ კიდევ ერთხელ გაიხსენა.

მისი თქმით, გარდა რუსეთის თანაოკუპანტობისა, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება თავადაც ახორციელებდა ეგზეკუციებს და მძიმე დანაშაულებს საკუთარი თანამემამულეების წინააღმდეგ.

„მიწიერი ჯოჯოხეთი მოუწყვეს რეჟიმის ერთ-ერთ მსხვერპლს, სერჟანტ როინ შავაძესაც, რომლის სულისშემძვრელი ისტორია კვლავ მოვისმინეთ მისი ქვრივისგან პარლამენტში; არცერთი რანგის ნაცჯალათი აცდება ჩადენილს. რუსეთის თანაოკუპანტობასთან ერთად, სააკაშვილის "ნაცისტურმა" მმართველობამ თავადაც განახორციელა ეგზეკუცია ჩვენს თანამემამულეებზე; ვაგლახ, რომ კრიმინალებს ნაცრეჟიმის ეპოქის "გულაგები" არ ელოდებათ. ნებისმიერმა თაობამ, ახლაც და მომავალში მკაფიოდ უნდა იცოდეს 9 წლიან ნაცტერორზე და უტიფარი, უბინძურესი პარტიად წოდებული ენმ გასაქრობია საჯარო სივრციდან.“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.