ოპოზიცია გვიმტკიცებდა, რომ პარლამენტი და საკრებულოები, რომლებშიც დღეს წამოსკუპუბული არიან, არალეგიტიმურია - ირაკლი ზარქუა

ზარქუა

"ოპოზიცია გვიმტკიცებდა, რომ არალეგიტიმურია პარლამენტი და საკრებულოები, რომლებშიც დღეს არიან წამოსკუპუბული", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„შალიკოც კი შემოდის პარლამენტში, იმდენად დარწმუნდა, რომ სამართლიანი არჩევნები იყო. შესაბამისად, მგონია, რომ ოპოზიცია, მათ შორის, რადიკალურიც მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევაში. კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა ადგილობრივი არჩევნები და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ერთად აღიარეს, რომ ეს არჩევნები იყო სამართლიანი, სადაც თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდათ მოქალაქეებს,“ - განაცხადა ზარქუამ.