ნუცა ბუზალაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე: მთელ ახალგაზრდობას გვინდა ევროპა და გვინდა ისე ვიაროთ ევროპისკენ, რომ ჩვენი ღირებულებები არ დავკარგოთ

ნუცა ბუზალაძე

მთელ ახალგაზრდობას გვინდა ევროპა და გვინდა ისე ვიაროთ ევროპისკენ, რომ ჩვენი ღირებულებები არ დავკარგოთ, - განუცხადა „ქრონიკას“ მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ გორში მიმდინარე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე.

„მე აზრს მთლიანად ვიზიარებ. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, სხვათა შორის, ჩემს გვერდზე, რაც ძალიან მახარებს“, - აღნიშნა მან.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები გორსა და გარდაბანში მიმდინარეობს.