ნიკა მელია: განახლების აქტიური პროცესი გაგრძელდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებსა და რაიონებში

nika melia

როგორც უკვე ცნობილია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია გახდა.  პარტიაში მიმდინარე საკადრო ცვლილებების შესახებ ბრიფინგზე ნიკა მელიამ ისაუბრა.


პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის პოსტს პეტრე ცისკარიშვილი დაიკავეს.

ნიკა მელიას თქმით, განახლების აქტიური პროცესი გაგრძელდება რეგიონებსა და რაიონებში.

 

„პროცესი, რომელიც დღეს დავიწყეთ გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელებული პარტიის შიგნით. ამ ეტაპზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე იქნება კობა ნაყოფია. პეტრე ცისკარიშვილი იქნება პარტია ენმ-ს გენერალური მდივანი და მე, გარკვეული პერიოდით, აუცილებლად შევითავსებ, თბილისის პარტია ენმ-ს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობას.

 


განახლების აქტიური პროცესი გაგრძელდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებსა და რაიონებში. ამ ყველაფრის მიზანი კი ისაა, რომ მინდა საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს რისთვის ვიბრძვით. ხშირ შემთხვევაში, ამ წუთის მდგომარეობით ამას წარმატებით ვერ ვაკეთებთ.

 

ყველა საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ გვინდა, შესაკრებთა გადანაცვლებით რაღაცა ფონს გავიდეთ. ჩვენი მიზანია, რომ ჯამი შეიცვალოს. ნაციონალურ მოძრაობაში მინდა ვიხილო ბევრი ისეთი ადამიანი, ვინც დღემდე თავს იკავებდა ენმ-სთან ან ასოცირებას, ან საერთოდ პოლიტიკურ პროცესებში ჩართავს.“- განაცხადა ნიკა მელიამ.