მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, გამოსაძიებელი არაფერია - არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე

"თქვენ იცით, რომ საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა პარლამენტის რეგლამენტი. ჩვენ ოპოზიციას მივეცით მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები და ბერკეტები იმისთვის, რომ თავისი საქმე გააკეთოს პარლამენტში", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძიემ განაცხადა. 

"შესაბამისად, ოპოზიციას თვითონ შეუძლია, რომ შექმნას კომისია. ის, რისთვისაც მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია, გამოძიება ამაზე ჩატარებულია, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოს გირგვლიანის საქმეზე აქვს ნათქვამი, რომ სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის ქვეშ, მისი ხელმძღვანელობით, მთელი სახელმწიფო ადმინისტრაცია იყო ჩართული უმძიმეს კანონდარღვევებში, რომელიც გირგვლიანის საქმეს უკავშირდება. ამიტომ აქ გამოსაძიებელი არაფერია. სხვა საქმეზე, მაგალითად, გადაკვეთა თუ არა საზღვარი მიდის სასამართლო პროცესები. ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერ ამ საკითხს ჩაუღრმავდეს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების გამოძიების მიზნით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.