ნიკა მელიამ ბევრი მხარდამჭერისა და წევრის პოზიცია გააჟღერა, რომლებიც ფიქრობენ, რომ სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულდა - გურამ მაჭარაშვილი

მაჭარაშვილი

"ნიკა მელიამ, პრაქტიკულად, ბევრი ნაციონალი  მხარდამჭერისა და წევრის პოზიცია გააჟღერა, რომლებიც ფიქრობენ, რომ სააკაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობა დასრულდა", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, რითაც გამოეხმაურა ნიკა მელიას მიერ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.

„ამავდროულად სააკაშვილი ამბობს, რომ თუ ის არ იქნება თავისუფალი, „ნაციონალური მოძრაობა“ მას არ ადარდებს. გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური დეგრადაციის პროცესი დაწყებულია“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

„ქრონიკამ“ გაავრცელა ექსკლუზიური მასალა, რომლის მიხედვითაც, ნიკა მელია, მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პროცესის დროს, სასამართლოს ეზოში მხარდამჭერებს უმტკიცებს, თუ როგორი წინააღმდეგი იყო სააკაშვილის ჩამოსვლის, რადგან იცოდა, რომ უცხოეთი მხარს არ დაუჭერდა.