გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
"2008-ში ძირითადად აქტიური ადამიანები იბრძოდნენ, თორემ მეგრელმა ტანკს გააყოლა თვალი. განცდა არ ჰქონდა ბევრს, როგორც 1921 წელს" - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებას "პრაიმტაიმთან" საუბრისას ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერმა ლიდერმა ამით შეურაცხყოფა არა მხოლოდ სამეგრელოს რეგიონს, არამედ - მთელ საქართველოს მიაყენა და თვლის, რომ თითოეულმა მეგრელმა მას ამ განცხადებაზე მინიმუმ განმარტება უნდა მოსთხოვოს.
ანალიტიკოსი მელიას სამეგრელოდან დაღუპულ მებრძოლებს, სახელმწიფოს ერთიანობის იდეისთვის მებრძოლ მოღვაწეებს, დევნილებს და ომში დაღუპულთა ოჯახების ტრაგედიებს ახსენებს.
"ძალიან გაბრაზებული ვარ მის ამ განცხადებაზე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, როგორც ქართველი და როგორც წარმოშობით მეგრელი. ვთვლი, რომ ამას ყველა მეგრელმა ყურადღება უნდა მიაქციოს. მაშინ, როცა სამეგრელოს კუთხიდან ვართ და გვყავს ჟიული შარტავა, მერაბ კოსტავა და ნაძირალა მელია ასე საუბრობს, ამას საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს.
მან ამ განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ ერთ რომელიმე კუთხეს, არამედ - მთელ საქართველოს. მაგალითად: ჩემი არაერთი ნათესავი დაიღუპა ომის დროს რუსეთის წინააღმდეგ. რა შეიძლება უთხრა მელიას?! ტანკებს არ უყურებდნენ - ყველა მეგრელი, ყველა სვანი, ყველა კახელი იბრძოდა.
საქართველოს ძალიან კარგად ახსოვს სამეგრელოში რამდენი პრობლემა იყო - რამდენი მეგრელი ჩახოცეს, რამდენი ბრძოლის ველზე დარჩა და რამდენი ოჯახი გაუბედურდა, ქვეყანაში გვყავს მეგრელი დევნილები. საინტერესოა, ამ ოჯახებს რა პასუხს გასცემს მელია?
როცა ამ განცხადებას აკეთებ, ხარ უნამუსო და არაკაცი. ის ზუსტად ისეთია, როგორი ბელადიც ჰყავს. კარგად ვიცით, სააკაშვილის ბიძის (თემურ ალასანია) განცხადება, როცა ქართველებს შეაგინა და სააკაშვილი დაეთანხმა. გვახსოვს მიშას განცხადება - წმ. გიორგი მევასებაო. ვთვლი, რომ მელია ზუსტად სააკაშვილის მსგავსია და მასზე ნაკლები ნაძირალა არაა.
ვთვლი, რომ არცერთ მეგრელს ეს უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ძალიან მრცხვენია იმ ზუგდიდელის, რომელმაც ნიკა მელიას მამა არჩევნებზე შემოხაზა და ახლა ამ განცხადებაზე როგორც მინიმუმ, განმარტების გაკეთებას არ მოსთხოვს. მე პირადად, ძალიან შემრცხვება ასეთი მეგრელების. იმედია, მეგრელები გაითავისებენ მის ნათქვამს. ესაა ჩემი განცხადება, არა გაბრაზებული, არამედ - გააზრებული და ობიექტურიც კი..." - ამბობს ირაკლი ლატარია.