მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობა დაასრულა - გიორგი ბოტკოველი

mikheil saakashvili

"მიუხედავად ყველაფრისა, მიხეილ სააკაშვილი არცერთ დღეს არ ტოვებს, რომ არ ფიქრობდეს და მუშაობდეს ქვეყნის განვითარებაზე. მან უკვე დაასრულა ეკონომიკური გეგმა და ძალიან მალე წარადგენს თვითონ პირადად. ასევე, მას აქვს ბევრი გზავნილი მისი თანამებრძოლების მიმართ და ამ ყველაფერზე პოლიტსაბჭოზე ვისაუბრებთ",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

"არაფერი ცვლილებები არ ხდება. ის არის პარტიის დამაარსებელი და მისი განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ იქნება გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი. ჩვენ ვხედავთ, რომ არ აძლევენ ექიმებს შესვლის უფლებას, რომ შეისწავლონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს არის იგივე გაგრძელება, რომელიც მის მიმართ ხელისუფლებამ დაიწყო არაადამიანური მოპყრობა. რეანიმობილის მობილიზება აქ არ შემინიშნავს, მაგრამ ჭავლის მანქანა შესასვლელშივე დგას. ალბათ, ფრთხილობენ, მაგრამ სიფრთხილე უნდა გამოხატონ იმის მიმართ, რაც დღეს ქვეყანაში ხდება",- განაცხადა ბოტკოველმა.