მასობრივი, სახალხო პროტესტები უნდა დაიწყოს საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონში - ლევან ხაბეიშვილი

ხაბეიშვილი

მასობრივი, სახალხო პროტესტები უნდა დაიწყოს საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონში, - ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს.

„მასობრივი, სახალხო პროტესტები უნდა დაიწყოს საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია ამ გაძვირების ფონზე, როცა გაძვირდა კომუნალური გადასახადები, ელექტროენერგია, გაზი, გაძვირდა საწვავი, გაძვირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქში, გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტები, მედიკამენტები, ამ გაძვირების ფონზე, ამ უსამართლობის ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია დიდი სახალხო პროტესტი და მოძრაობა, რომელიც შეიწირავს, პირდაპირი მნიშვნელობით, რუს ოლიგარქს და მის კრიმინალურ ხელისუფლებას", - აცხადებს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, ხვალ ენმ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს.