ლოცვა, რომელიც მრევლმა დღეს უნდა წაიკითხოს - 22 დეკემბერს „მოულოდნელი სიხარულის" ხატის დღესასწაულია
1734862563
სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საზოგადოებას ოფიციალურად გააცნო ელის-მარიასააკაშვილი.
ეს მისი უმცროსი ქალიშვილია, რომელიც სოფო ნიჟარაძისგან ჰყავს.
მათი ერთობლივი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„ეს პირველი ახალი წელია, რომელსაც ციხეში ვხვდები, მაგრამ შევეცადე ოპტიმიზმი მაინც არ დამეკარგა და ამაშიც მეპოვა სიკეთის მარცვალი. დიახ, სამაგიეროდ, წელს პირველი წელია, როდესაც ტელევიზორის ეკრანიდან თავის დედიკოსთან ერთად სცენიდან მოგვესალმება “მთავარი არხის” საახალწლო კონცერტის ყველაზე პატარა მონაწილე, ელის მარია სააკაშვილი. ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესაძლებლობა მაქვს და ჩემი ახალი წელი სხვებისგან გამორჩეულია არა ციხის კედლებით, არამედ ჩემი საყვარელი გოგოს სატელევიზიო დებიუტით“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ ფაქტი საზოგადოებისთვის ახალი არ ყოფილა სოცქსელში საკითხსმაინც აქტიურად განიხილავენ.
„კეთილი იყოს შენი მობრძანება ალისა ამ ძალიან მაგარ სამყაროში, მაგრამ ხანდახან ჭორიკნების ბუდეში, სადაც მზად არიან სხვისი ცხოვრება ისე დაკორტნონ, საკუთარი გადაავიწყდეთ. Sofia Nizharadze ისეთ ფორმაში ხარ, ბრწყინავ“;
„სანდრა არ იმსახურებს ასეთ მოქცევას! რაღაცები სჯობს რეაქციის გარეშე დავტოვით – აღფრთოვანება უხერხულია!“
„მიშა შენ ჭკვიანი კაცი ხარ და თუკი სოფოსთან შვილი გყავდა ის გოგო რაღად გინდოდა ჯობია ისევ ამათ დაუბრუნდე სანამ იმასთანაც შვილი გყოლია“;
„ჯერ ის ვიდეო არ მოგვინელებია ხალხს, ლიზასთან“;
„ეგრე რა, პრეზიდენტო. მოვკვდით ინტერესით 4 თვეა“.