1740388520
გიორგი ვოლსკი: ეკონომიკური სანქციების თემა იმიტომ არ შემოსულა, რომ რუსეთისთვის ეკონომიკური ზარალის მიყენებაზე ჰქონოდა ვინმეს იმედი. მთავარი იყო, რომ როგორმე ისეთ დაპირისპირებაში შევსულიყავით რომელსაც სამხედრო დაპირისპირება მოჰყვებოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის მიერ რამდენიმე წლის წინ გაცხადებულმა პოზიციამ, ქვეყანა ომისგან და ეკონომიკური კოლაფსისგან იხსნა. საუბარია სამი წლის წინ უკრაინაში ომის დაწყებასა და მოწოდებებზე, რომ საქართველოს რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა.
გიორგი ვოლსკის თქმით, ამ გადაწყვეტილებას მოჰყვებოდა სამხედრო აგრესია, რაც დამანგრეველი იქნებოდა საქართველოსთვის.
„ეკონომიკური სანქციების დაწესების თემა იმიტომ არ შემოსულა, რომ რუსეთისთვის ეკონომიკური ზარალის მიყენებაზე ჰქონოდა ვინმეს იმედი ან გათვლა, რომ საქართველო ამით რუსეთს დაუშავებდა რამეს. მთავარი თემა ის იყო, რომ როგორმე ისეთ დაპირისპირებაში შევსულიყავით რუსეთთან, როდესაც საპირისპირო სანქციები დაგვიწესდებოდა და სწორედ ეს გამოიწვევდა ნგრევის შეუქცევად პროცესს ეკონომიკური ნგრევის და რა საკვირველია, ამას სამხედრო დაპირისპირების კონტექსტიც აუცილებლად მოჰყვებოდა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.