მილანში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიის პოლიცია

იტალიაში, მილანში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.  ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, 24 წლის კაცმა მსხვერპლის უყურადღებობით ისარგებლა, მას ჯიბიდან ტელეფონი ამოაცალა და გაიქცა. ეს ყველაფერი კი პოლიციის თვალწინ მოხდა. ახალგაზრდა ადგილზევე დააკავეს, მოპარული მობილური კი მეპატრონეს დაუბრუნეს.

ქართველი ახლა სასამართლო პროცესის მოლოდინშია.