ცაში ცვლილებები ხდება, მალე ის სხვანაირი გახდება - კვლევა
1740399240
ჩვენი დაკვირვების შედეგები რაც იყო კონკრეტული უბნების მითითებით, რა დარღვევები აღმოვაჩინეთ ამის შესახებ ვისაუბრე და მათ შორის ვისაუბრეთ სიუჟეტებზე, - განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელმა ლევან ნატროშვილმა არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე საუბრისას.
„ეს მოვიყვანეთ როგორც მაგალითი იმისა, რომ რა დარღვევები შეიძლება ყოფილიყო. ვინაიდან ამ სიუჟეტებში ძალიან კარგად ჩანდა კონკრეტული პირები, სახელი გვარები, მდებარეობები კონკრეტული ადამიანების, სავარაუდო დამნაშავეების სახელი და გვარებიც იყო დასახელებული. ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რატომაც დავასახელეთ ეს სიუჟეტები“, - აღნიშნა ლევან ნატროშვილმა.
არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება გრძელდება. მოსამართლის თანდასწრებით კითხვებს უპასუხეს „საიას“ ხელმძღვანელმა და „ისფედის“ ხელმძღვანელის მოადგილემ. პროკურორის განცხადებით გამოკითხულებს არ წარუდგენიათ არცერთი ფაქტი, რომელიც ადმინისტრაციულ სასამართლოს არ განუხილავს.