112-ი მოსახლეობას აფრთხილებს

112

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით 112 მოსახლეობას აფრთხილებს:

„გაცნობებთ, რომ დასავლეთ საქართველოში 27 თებერვლამდე შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ,“ - ნათქვამია მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში, რომელიც მოქალაქეებს ეგზავნებათ.