როდემდე შენარჩუნდება თოვლიანი ამინდი მთელ საქართველოში - სინოპტიკოსის პროგნოზი

ამინდი თოვლი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, მთელი საქართველოს მასშტაბით თოვლიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება.

ყინვა, თოვლი და ქარბუქია ნავარაუდევია როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისში უმეტესად ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ, დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახითაც.

„დღეისათვის დასავლეთ საქართველოში გვექნება უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, თოვლი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია იყოს ქარბუქი.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გვექნება თოვლი. აქაც შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. რაც შეეხება თბილისს, აქ დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, იქნება მცირე თოვლი“, - განუცხადა „ქრონიკას“ სინოპტიკოსმა ნონა ელისაშვილმა.