დავით ქართველიშვილი: ქატო - გახარიას, ფქვილი - ხაზარაძეს. ვსიო...

დავით ქართველიშვილი

„გახარია/ხაზარაძის „ექსტრაკორპორული განაყოფიერება“ მათივე ვერშემდგარი ტანდემის საარჩევნო სიაზე კონსულტაციებმა ჩაშალა - 10 კაციან სიაში ხუთი ადგილი მე მინდაო, გახარიამ, ხოლო დანარჩენი ხუთი შენმა კოალიციამ გაინაწილოსო მამუკ: ელისაშვილმა, ჯაფარიძემ, დოლიძემ და კიდევ იმ ვიღაცამო,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც გახარია - ხაზარაძის გაერთიანებაზე დაწყებული მოლაპარაკებების ჩაშლას ეხმიანება.

ქართველიშვილი პოსტში, მკითხველს მოლაპარაკებების ჩაშლის შესაძლო სცენარს სთავაზობს.

„გახარია/ხაზარაძის „ექსტრაკორპორული განაყოფიერება“ მათივე ვერშემდგარი ტანდემის საარჩევნო სიაზე კონსულტაციებმა ჩაშალა - 10 კაციან სიაში ხუთი ადგილი მე მინდაო, გახარიამ, ხოლო დანარჩენი ხუთი შენმა კოალიციამ გაინაწილოსო მამუკ: ელისაშვილმა, ჯაფარიძემ, დოლიძემ და კიდევ იმ ვიღაცამო.

არაო ხაზარაძემ, ეგრე არ გამოვაო. და დანარჩენებიო: მე-11, მე-12 და ა.შ. ადგილებზე გაანაწილეო - გახარიამ. მე ამ ათეულში პირველი ხუთი ადგილიც მყოფნისო და აბა, ხელისუფლება უნდა შევცვალოთო, შენ არ დაგვპირდიო: მინიმუმ 150-კაციანი სიის შედგენაც შეგვიძლიაო. ასეთი მოლოდინებითო, ხაზარაძემ - ფორმა100 როგორ უნდა ავიღოთო ან „ფსიხო“: პარლამენტში მოსახვედრად მოგვთხოვენო. აი ზუსტად ამ მსჯელობის დროს კონსულტაციები ჩაიშალა. მანჯგალაძეს ვინც მისცა ის „ფსიხო“ - სამსახურიდან გაუგდიათ. ქატო - გახარიას, ფქვილი - ხაზარაძეს. ვსიო...“ - წერს დავით ქართველიშვილი.