დავით კოდუა: „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები ცდილობენ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის სისხლხორციელი ძალადობა

დავით კოდუა

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ სტილში განაგრძობს მოსახლეობისთვის შეურაცხყოფის მიყენებას - განაცხადა „ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატმა დავით კოდუამ.

ენმ-ის წევრებმა დღეს, ბარამიას დასახლებაში დევნილებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდარ ფაქტს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა ეხმაურება.

დავით კოდუა ყველა სადამკვირვებლო მისიას მოუწოდებს შეისწავლონ მომხდარი ფაქტი, რომელიც მოწმობს ამომრჩევლის ზიზღს, განსხვავებული აზრის მიუღებლობას და ძალადობას.

„ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ სტილში განაგრძობს მოსახლეობისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, მათ დღეს, ზუგდიდში, ბარამიას დასახლებაში ჩვენს ძვირფას დევნილებს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მაიყენეს. მიზეზი კი ძალადობრივი პარტიის მისამართით მოსახლეობისგან გამოთქმული პროტესტი და მათთან კომუნიკაციაზე უარი გახდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები ცდილობენ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის სისხლხორციელი ძალადობა, ამ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი მოსახლეობა ეზიზღებათ აუცილებლად გასცემს ქართველი ხალხი პასუხს.

ისინი არ ერიდებიან მცირეწლოვან ბავშვებსაც კი და მშობლებს, ბავშვების თვალწინ უპირისპირდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული აზრი გააჩნიათ.

ის რაც მოძალადე პარტიამ ზუგდიდში ჩაიდინა არის ყოვლად მიუღებელი ფაქტი, მოვუწოდებთ ყველა სადამკვირვებლო მისიას შეისწავლონ მომხდარი, რომელიც მოწმობს ამომრჩევლის ზიზღს, განსხვავებული აზრის მიუღებლობას და ძალადობას.

ჩვენი ქვეყნის მტრები 26 ოქტომბერს მიიღებენ პასუხს ყველა იმ ქმედებაზე რასაც სჩადიან!“ - აცხადებს კოდუა.