დარჩება თუ არა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილის საკოორდინაციო საბჭოს სხდომას პირველად ესწრებოდა.

თამარ გაბუნიას შეფასებით, ახლად დანიშნულ მინისტრს აქვს საკმაო უნარ-ჩვევები და გამოცდილება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ეფექტურად უხელმძღვანელოს.

კითხვაზე, დარჩება თუ არა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე და აქვს თუ არა ამის სურვილი, თამარ გაბუნიამ განმარტა:

„ის პროგრამები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს და ის ტექნიკა, რომელიც ამ პროექტების განხორციელებას ხმარდება, იყოს ფუნქციონირებადი და გააგრძელოს მუშაობა. ამდენად ჩემი დარჩენა სამინისტროში, ვიდრე იქნება ამის საჭიროება, იმისთვის, რომ  ვუზრუნველყოთ გარდამავალი პერიოდი, რამდენი ხანიც იქნება საჭირო,  მე ამ სამსახურისთვის მზად ვარ, ნებისმიერი პოზიციიდან“. – განაცხადა გაბუნიამ.