„ცხენის წელი მოდის და მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ყველაფერი მასზე“ – გოგა მანიას რჩევები
1760638561
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რუს კოლეგას აღარ შეხვდება. ლავროვსა და ბლინკენს შორის ჟენევაში დაგეგმილი შეხვედრა გაუქმებულია. ენტონი ბლინკენის თქმით, მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეჭრას იწყებს და დიპლომატიურ გზებს უარყოფს, ამ დროისთვის შეხვედრას აზრის არ აქვს.
სახელმწიფო მდივანმა ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მანამდე დმიტრო კულება შეხვდა ჯო ბაიდენსაც.