აქ არის ერთადერთი მიზანი და ამოცანა, რომ მოხდეს რევოლუცია და ძალისმიერი გზით შეიცვალოს ხელისუფლება, დამთავრდა, ამის იქით არანაირი გეგმა არ არსებობს" - გიორგი ვოლსკი "ნაცმოძრაობაზე"

გიორგი ვოლსკი

დაპირისპირების და შიდა პარტიული კრიზისის ფონზე, გეგმავს თუ არა მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის პოსტის გაუქმებას, თინა ბოკუჩავა ვარაუდობს, რომ მსჯავრდადებული ექს-პრეზიდენტი სწორედ ამ გადაწყვეტილებისკენ იხრება, რაც მისი შეფასებით, კანონის დარღვევაა.

გუშინ სააკაშვილმა დროებითი მმართველობის და რეფორმატორთა საბჭოს შექმნა დააანონსა, რომელსაც თავად უხელმძღვანელებს, აღმასრულებელი მდივანი კი, ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" გეგმები ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლას ემსახურება და არა რეალურ პოლიტიკურ საქმიანობას. მისივე თქმით, პარტიის მოქმედებები გარე ძალების ინტერესებს შეესაბამება და ქვეყნისთვის გრძელვადიან განვითარებაზე არ არის ორიენტირებული.

"პოლიტიკური პარტია არ ვიქნებით, ვიქნებით რაღაც რეფორმების საბჭო, ისეთივე, როგორც უკრაინაში იყოო - რეფორმების საბჭო, რომელსაც სააკაშვილი ჩაუდგა სათავეში და პრობლემების მეტი უკრაინისთვის არაფერი მოუტანია. რასაკვირველია, არც თავის ქვეყანას დააკლო არასდროს ნეგატიური გავლენები, თუმცა ამ შემთხვევაშიც, აქ არის ერთადერთი მიზანი და ამოცანა, რომ მოხდეს რევოლუცია და ძალისმიერი გზით შეიცვალოს ხელისუფლება - დამთავრდა, ამის იქით არანაირი გეგმა არ არსებობს. ეს გეგმა სწორედაც პასუხობს იმ იმედებს, რაც აქვთ გარე ძალებს, რომ ადრე თუ გვიან, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება მოვა და შემდგომ შორს მიმავალი გეგმები აქვთ," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.