ცნობილია ნარკოტიკების საქმეზე დაკავებული „ვიატლაგის“ საქმე

ფოტო

გამოცემა „პრაიმ კრაიმის“ ინფორმაციით, 58 წლის სერგეი რეზნიკოვმა, მეტსახელად „ვიატლაგმა“, რომელიც წლების განმავლობაში კრიმინალურ წრეებში „კანონიერ ქურდად“ მიიჩნეოდა, ნებაყოფლობით განაცხადა უარი „კრიმინალურ სტატუსზე“.

გამოცემის ცნობით, „ვიატლაგმა“ მოსკოვის სისხლის სამართლის საგამოძიებოს (МУР) თანამშრომლების წინ ვიდეოკამერით ოფიციალური განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ არ არის კრიმინალური ავტორიტეტი და არ აქვს კავშირი დანაშაულებრივ სამყაროსთან.

მედია წერს, რომ „ვიატლაგი“ „კანონიერ ქურდად“ 2003 წელს „აკურთხეს“. თავდაპირველად ის ასლან უსოიანის, იგივე „დედ ჰასანის“ , გარემოცვის წევრი იყო და მისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა.

ხუთი წლის შემდეგ, კრიმინალურ სამყაროში განხეთქილების პერიოდში, „ვიატლაგი“ ონიანი-ჯანგველაძის კლანის მხარეს გადავიდა.

გამოცემის ცნობით, ამის გამო „დედ ჰასანის“ მითითებით მას „კანონიერი ქურდის“ სტატუსი ჩამოართვეს.

მომხდარის შემდეგ სერგეი რეზნიკოვი „კრიმინალურ სამყაროს“ ჩამოშორდა.

2023 წელს ის ნარკოტიკული საშუალებების შენახვის ბრალდებით დააკავეს.