ძალიან მაგარია ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ჩვენი სპორტსმენების მოტივაციისთვის - მერაბ დვალიშვილი RAF-ის ტურნირზე

მერაბ დვალიშვილი RAF-ის ტურნირზე

საქართველოს სპორტის მინისტრი ქართველ მებრძოლებს, მერაბ დვალიშვილსა და ლევან ჩოხელს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში დაგეგმილი RAF-ის ტურნირი იყო, რომელშიც რვა ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილიც მიიღებს მონაწილეობას.
სპორტსმენების შეფასებით, მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები ქვეყნის იმიჯისა და მოტივაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სამინისტროში გამართულ ნაყოფიერ შეხვედრასა და დაგეგმილ ტურნირთან დაკავშირებით განცხადება მერაბ დვალიშვილმა გააკეთა.

"საუბარი იყო საქართველოში გასამართ RAF-ის ტურნირთან დაკავშირებით, რომელიც ჭიდაობაში ტარდება ამ შაბათს და მეც ვიღებ მონაწილეობას. როგორც იცით, 8 ოლიმპიური ჩემპიონი იღებს მონაწილეობას აქ. ძალიან მაგარია ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის, ჩვენი სპორტსმენების მოტივაციისთვის. კარგი, ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. წარმატებები ჩემს ქვეყანას, წარმატებები ჩვენს სპორტს და ჩვენს ქართველ სპორტსმენებს," - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.