169.4 მილიონი ლარის დაგროვებითი პენსია უკვე გაიცა - ვის და როგორ შეუძლია თანხის გატანა
1783575467
დღეიდან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების საჯარო ჩვენებები იწყება. მერიისა და "რუსთავი 2"-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დიდი ეკრანი და „ფანზონა“ მოეწყობა.
19 ივლისის ჩათვლით, გულშემატკივრებს სპორტული და საბავშვო აქტივობები, გათამაშებები და კვების სივრცეები დახვდებათ. გარდა ამისა, დაგეგმილია ღია შეხვედრები ქართული ფეხბურთის ლეგენდებთან.
„ფანზონა“ დღეს საღამოს 9 საათიდან გაიხსნება, მომდევნო დღეებში კი მუშაობას თამაშის დაწყებამდე 4 საათით ადრე დაიწყებს. დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით ტერიტორიაზე შეზღუდული იქნება ტრანსპორტის გადაადგილება.