როგორ ჩავიფიქროთ სურვილი სწორად, რომ აგვიხდეს - ცაგარელის რჩევა
1731305015
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს მისი ადვოკატი შეხვდა. ადვოკატის შოთა თუთბერიძის თქმით, ის ბრალდებულ ექსპრეზიდენტს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ესაუბრა.
„მნიშვნელოვანია მისი მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ასევე, ჩვენ უნდა დავგეგმოთ მომდევნო პროცესის მიმდინარეობა, რომელიც გაიმართება 24 იანვარს. ვისაუბრებთ ასევე იმ საკითხებსა და სტრატეგიაზე, რომელიც დაცვის მხარეს აქვს მისი უფლებების დასაცავად, მათ შორის იმ ნაწილში, რაც ეხება მისი თავისუფლების აღკვეთის შემდეგ კანონის სრულ უგულებელყოფას, მათ შორის ადვოკატებთან კომუნიკაციის გაუმართლებელ შეზღუდვას,“ - განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს მისი თანაგუნდელი ეკა ხერხეულიძეც.