1728499899
სააკაშვილს შეუძლია სჯეროდეს, რომ დავით აღმაშენებლის რეინკარნაციაა - თამარ ჩერგოლეიშვილი
„ტაბულას“ რედაქტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სჯერა, რომ მისი ჩამოსვლით ხალხი იმედიანი და აქტიურია, თუმცა თავად ჩერგოლეიშვილს ამის არ სწამს.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მოკავშირედ ვეღარ აღიქვამს.
„გუშინ მიშამ თქვა, ჩემმა ჩამოსვლამ განაპირობა ის, რომ ხალხი უპრეცედენტოდ იმედიანი და აქტიურია, ისე, როგორც არასდროსო. მე არ მაქვს რეალობის ეგეთი აღქმა. მას აქვს უფლება, რომ ამის სჯეროდეს, შეუძლია სჯეროდეს, რომ უკრაინის მაღალი თანამდებობის პირია, შეუძლია სჯეროდეს, რომ დავით აღმაშენებლის რეინკარნაციაა, მაგრამ მე ამისი არ მჯერა. მე ველაპარაკები იმ ადამიანებს, რომლებსაც ასეთი განცხადებები ინტელექტუალურად შეურაცხყოფას აყენებს და ნაციონალურ მოძრაობას მე მოკავშირედ ვერ აღვიქვამ”, – აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში საუბრისას.