2022 წელი უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი - ნიკა მელია

ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ  მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა.

„საქართველო ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას და ძალიან მიხარია, რომ სწორედ სამეგრელოს გულიდან მეძლევა შესაძლებლობა, მივულოცო შობის დღესასწაული მთელ საქართველოს. მიმაჩნია, რომ 2022 წელი უნდა იყოს ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძებნის წელიწადი, ჩვენ ერთმანეთი უნდა ვიპოვოთ.

რაც არ უნდა დაპირისპირებულები ვიყოთ ერთმანეთთან, მოგვიწევს ამ ქვეყანაში ცხოვრება, ამიტომ, მინდა ვუსურვო მთელ ქვეყანას, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, ბედნიერება, წარმატება, სიყვარული და უნარი თანაცხოვრებისა“,- განაცხადა ნიკა მელიამ.