სიმწრის ცრემლები მომდის და არ ვიცი როგორ გითხრათ... ჩემი დანაყოფის ბიჭები არ ჩაბარდებიან - ქართველი მებრძოლი

360 გრადუსი

„როგორ გითხრათ, სიმწრის ცრემლები მომდის, ჩემი ბიჭები არ დანებდებიან და იმ დონემდე არ დაეცემიან, რომ იარაღი დაყარონ და გამოვიდნენ, არ არსებობს, ჩემი დანაყოფის ბიჭები იმდენად მოტივირებულები არიან, რომ სიკვდილისთვისაც მზად არიან ოღონდ მარიუპოლი დაიცვან და მარიუპოლი იყოს უკრაინული“, - ამის შესახებ აზოვის ბატალიონის ერთ-ერთმა ქართველმა მებრძოლმა, დავით სულეიმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მსოფლიომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას .

„ძალიან მძიმე ვითარებაა, ფაქტობრივად ისეთ რაღაცებს აკეთებენ რუსეთის საწინააღმდეგო ძალები, რომ ვერაფერს ვერ უშვებიან აზოვის მეომრებს, საზღვაო ქვეითებს ისეთ დონეზე არიან გადასულები, რომ სამ ტონიან ბომბებსაც კი ყრიან, რომ გაანადგურონ თავშესაფრები . იყო მომენტი როდესაც თავშესაფარი ჩაიმტვრა და ჩაყვნენ სამოქალაქო პირებიც და სამხედრო პირები, მაგრამ ღმერთის წყალობით გადარჩნენ და დაღუპულები იმ მომენტში არ იყვნენ. უმძიმესი მდგომარეობაა, ის დროა, რომ მთელმა მსოფლიომ გასცეს რუსეთის ტირანიას პასუხი  და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, იმიტომ რომ ვიცნობ ჩემი დანაყოფის ბიჭებს, დანაყოფის მეომრებს, ისინი არ დანებდებიან, ბოლო წუთამდე იბრძოლებენ. ფილმები, რომ გვაქვს ნანახი 300 სპარტელი და ეგეთები ზუსტად მსგავსები არიან ჩვენი დანაყოფის ბიჭები, ისინი იბრძოლებენ ბოლო წუთამდე, ისინი იბრძვიან თავისი მიწა წყლისთვის, თავისი სამშობლოსთვის, რომელიც უკრაინული ერისთვის მთავარია, თუ მსოფლიო არ გადადგავს ნაბიჯს უნდა ჩათვალონ, რომ ის ბიჭები არიან გაწირულები ამ იდეისთვის“, - განაცხადა მებრძოლმა „360 გრადუსში“.