იტალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1738958518
რელიგიური ტიპის ფეისბუქ გვერდზე "სულის საყდარი" ნანა ქომეთიანის პოსტი ქვეყნდება.
იმისათვის, რომ თქვენი საჭმელი იყოს კურთხეული, ნოყიერი, უგემრიელესი და სასარგებლო, გაითვალისწინეთ:როდესაც რაიმეს ყრით ქვაბში, ჩაყარეთ ის ჯვრის ნიშნით! რატომ? იმიტომ, რომ ეშმაკს ყოველთვის სურს მისი გაფუჭება, ხოლო როცა ჯვარს ხედავს, თავ-პირის მტვრევით გარბის.ქვაბში ზეთს ჯვრის ნიშნით ვასხამთ, საჭმელს - ჯვრის ნიშნით ვდებთ. წყალსაც ამგვარად ვასხამთ.მარილს ჯვრის ნიშნით ვყრით.რადგან ჩვენ გვყავს მტერი, რომელიც არ ჭამს იმ საკვებს, რომელსაც ჩვენ, ამიტომ ის ეჭვიანობს (რადგან ვერ ტკბება ღვთის ნიჭით) და ყოველთვის სურს მისი გაფუჭება.ჩვენ იმ მომენტში უნდა მოვუხმოთ ჩვენს ანგელოზს, რომელიც ჩვენს გვერდით არის, გვხედავს და გვიყურებს. ჩვენ ვაძლევთ მას წმინდა ჯვრის ნიშანს, ეშმაკი ქრება და ჩვენი საკვები ხდება გემრიელი და ნოყიერი, რადგან ღვთის ანგელოზი ჩვენს გვერდით იყო.ამდენად როცა ხარშავთ, როცა რაიმეს წვავთ - ჯვარი გადაწერეთ.ზეთს ასხამთ საკვებში? ჯვრის სახით ჩაასხით.მერე შენს მაგიდასთან, როცა დაჯდები საჭმელად, თქვი ლოცვა! ლოცვის გარეშე ნუ იჯდები...ადგები მაგიდიდან? მადლობა გადაუხადე ღმერთს!და მაშინ საკვები ხდება ნოყიერი, ერთი კოვზიც რომ შეჭამო დანაყრებული ხარ. შენი ორგანიზმი კი მადლით და კურთხევით ავსებული.წყალი მოგწყურდა?ჩამოასხი ის ჯვრის სახით და დალიე.ნახე, როგორი გემრიელი იყოს.