ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
1790777510
უკრაინაში, ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარებმა მასობრივი შეტევა განახორციელეს. ამის შესახებ უკრაინის მედია იუწყება.
ზაპოროჟიეს რეგიონული ხელმძღვანელობამ ფრონტის მახლობლად მდებარე დასახლებებში მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა.
მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევის რაიონში ბაშტანკის საავადმყოფო დაბომბეს, არიან დაჭრილები.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში გაერთიანებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა წარმატებით მოიგერიეს რუსეთის 10 თავდასხმა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა 12 ტანკი, 28 ჯავშანმანქანა, ერთი ფრთოსანი რაკეტა, „სუ-34“-ის ტიპის თვითმფრინავი და „კა-52“-ის ტიპის ვერტმფრენი გაანადგურეს. უკრაინული მედია წერს, რომ აღმოსავლეთის მიმართულებაზე უკრაინელმა სამხედროებმა მტრის სამი თავდასხმა მოიგერიეს.
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
1790777510
23 წლის ბიჭი მოულოდნელად გარდაიცვალა
1790799450