„მეტეოროლოგიურმა ზამთარმა შუა წერტილს მიაღწია“ - კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს:

მეტეოროლოგიურმა ზამთარმა მიაღწია შუა წერტილს, როგორც წესი, წელიწადის ეს დრო აღნიშნავს "ზამთრის მწვერვალს" - ყველაზე დაბალი საშუალო დღიური ტემპერატურა წლიურ ციკლში, მაგრამ წელს ზამთრის ეს დღეები მზიანი ამინდის ფონზე მიედინება წინ, გაზაფხულისკენ!

უახლოეს დღეებში საქართველოში კვლავ გაგრძელდება მშრალი პერიოდი.

ტემპერატურა დასავლეთში +16, +18 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

იანვრის ბოლო დღეს მზიანი ამინდით დავემშვიდობებით და თებერვალსაც ზღაპრული ამინდით შევეგებებით“, - წერს მეტეოროლოგი.