პოლონეთში ნაგავსაყრელზე ათასობით ევროს ღირებულების ბრილიანტის სამკაულები იპოვეს
1774371076
უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსეთში უკანონოდ დეპორტირებული 37 უკრაინელი ბავშვი სამშობლოში დაბრუნდა.
ბავშვები აგვისტოში რუსეთის მიერ ოკუპირებული ხარკოვის ტერიტორიიდან წაიყვანეს.
„აგვისტოს ბოლოს პატარები იძულებით გაიყვანეს ხარკოვის ოლქიდან რუსეთის დაბა ყაბარდინკაში (გელენჯიკთან), მიუხედავად იმისა, რომ ყველას ჰყავს მშობლები“, - წერს უწყება.
სამინისტრომ დაბრუნების პროცესს „რთული“, მაგრამ „წარმატებული“ უწოდა.