„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
უკრაინამ, რთული მოლაპარაკებების შედეგად, ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს.
„შედგა დაღუპული სამხედროების გადაცემის მორიგი ოპერაცია. 62 დაცემული ჯარისკაცი შინ დაბრუნდა“, - აცხადებენ უწყებაში.
სამინისტროს ცნობით, დაბრუნებულ ცხედრებს შორის ოლენივკას ციხეში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრებიცაა.
შეგახსენებთ, ოლენივკას ციხეში, რომელიც რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ დონეცკში მდებარეობს, დაბომბვის შედეგად მინიმუმ 50 უკრაინელი ტყვე დაიღუპა. რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლებები დაბომბვაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.