ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ცხოვრება 2025 წლის ზაფხულის ბოლომდე მნიშვნელოვნად შეიცვლება
1751210254
სამხედრო ოფიციალური პირის თქმით, დასავლეთ უკრაინის ლვოვის რეგიონში, რუსული რაკეტები ორ „ენერგეტიკულ ობიექტს“ მოხვდა. ამის შესახებ CNN წერს.
”ამ დროისთვის ცნობილია სამი აფეთქების შესახებ ლვოვის რეგიონში ორ ენერგეტიკულ ობიექტზე,” - თქვა მაკსიმ კოზიცკიმ.
კოზიცკიმ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ შესაძლებელია ელექტროენერგიის გათიშვა.
ცნობისთვის, 10 ოქტომბერს, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 83 რაკეტა გაისროლა, საიდანაც უკრაინამ დაახლოებით 43 გაანეიტრალა. უკრაინაში მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ დარჩნენ თავშესაფრებში და არ გამოვიდნენ გარეთ.
რუსებმა ასევე დაარტყეს შენობას, რომელშიც განთავსებულია გერმანიის სავიზო ოფისი.