რუსებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს - არის მსხვერპლი

ხარკოვი

რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, - ამის შესახებ  ხარკოვის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. 

„დღეს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზოლოჩივის თემის სოფელ პეტროვკაში 67 წლის ქალი დაბომბვის შედეგად დაიღუპა. დარტყმა მოხდა სამეურნეო შენობებსა და საცხოვრებელ კორპუსებზე.

დღესვე ვოლჩანსკი ოკუპანტების ცეცხლის ქვეშ იყო. ხუთსართულიან კორპუსსა და კერძო სახლში დარტყმა MLRS-იდან დაფიქსირდა. დაშავებულია 49 წლის კაცი. ის ჰოსპიტალიზებულია და მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, - აღნიშნა ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.