PHOTO: პოლონეთისა და ლიეტუვას პრეზიდენტები ლვოვში ჩავიდნენ

ზელენსკი

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა და ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ლვოვში ჩავიდნენ, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.

"სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღეებიდან ჩვენ ვგრძნობთ მხარდაჭერას პოლონეთისა და ლიეტუვის მოძმე ხალხისგან.

მადლობელი ვარ ანდჟეი დუდასი და გიტანას ნაუსედასი მათი ვიზიტისთვის. მადლობა ჩვენი ხალხის დახმარებისთვის!," - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ცნობისთვის, დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ქალაქ ლვოვში ჩავიდა, სადაც გამართა შეხვედრა უკრაინის უსაფრთხოების ვითარების შესახებ და ასევე პატივი მიაგო დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას.