ილია თოფურიას გულწრფელი აღიარება - რატომ დასრულდა მისი და ჯორჯინა უზკატეგუის ურთიერთობა
1783712768
უკრაინის ხელისუფლებამ რუსეთის ფედერაციის მსახიობებს, მომღერლებს, კომიკოსებსა და პროპაგანდისტებს სანქციები 10 წლის ვადით დაუწესა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა.
დოკუმენტის მიხედვით, სანქცირებულ პირებს უკრაინული აქტივები დაებლოკებათ.
სანქცირებულთა სიაში არიან: კომიკოსი მიხაილ გალუსტიანი, იუმორისტი ევგენი პეტროსიანი, ტელეწამყვანი ლეონიდ იაკუბოვიჩი, მომღერალი ვლადიმერ პრესნიაკოვი, მომღერალი ირინა ალეგროვა, მომღერალი დიმა ბილანი, მომღერალი ლარისა დოლინა, მომღერალი ფილიპ კირკოროვი, მომღერალი სერგეი ლაზარევი, მომღერალი პოლინა გაგარინა, მომღერალი გრიგორი ლეპსი, მომღერალი მიხაილ შუფუტინსკი, პროდიუსერი იოსიფ პრიგოჟინი, მომღერალი ლოლიტა მილავსკაია, პროპაგანდისტი დიმიტრი კისილიოვი, პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი, მსახიობი დმიტრი დიუჟევი, მსახიობი ვიქტორ სუხორუკოვი.