პოლონეთის პრემიერმა განცხადებით დაბნეულობა გამოიწვია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხზე
1695290264
პლატფორმა worldometers-ის ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 295 მილიონს გადააჭარბა. ამავე ცნობით, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5.47 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 256 მილიონს შეადგენს. ამჟამად, მსოფლიოში ინფიცირების 34 მილიონამდე აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი - 58 მილიონი ადამიანი აშშ-ში დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 35 მილიონზე მეტი შემთხვევით. მათ ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი მოჰყვებიან.