1-ელი იანვრიდან ახალი კანონი შედის ძალაში! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1765052183
ჰააგის საერთაშორისო სასამართლო რუსეთ-უკრაინის ომზე მოსმენას იწყებს, საჯარო მოსმენა 7-8 მარტს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ჰააგის სასამართლო 7-8 მარტს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო ქმედებებთან დაკავშირებით საჯარო მოსმენებს გამართავს. ამის შესახებ ნათქვამია სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ბრალდება გენოციდზე, საერთაშორისო კონვენციით განსაზღვრული დანაშაულისა და სასჯელის აღკვეთის შესახებ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ გამოდის.
ცნობისთვის, უკრაინა თავის ინიცირებულ სარჩელში რუსეთის მხრიდან დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვიტის და საომარი მოქმედებების შეჩერების ვალდებულების დაკისრებას ითხოვს.