უკრაინაში რუსეთის ომის დაგმობის გამო, ტელეპროდიუსერ სვეტლანა ლობოდას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს

წამყვანი

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაგმობის გამო, TeenSpirit Studio-ს ხელმძღვანელს, პროდიუსერ სვეტლანა ლობოდას, ნათელა კრაპივინას და მის დას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული ტელეგრამ არხები ავრცელებენ.

მიზეზი, მათი მხრიდან რუსეთის მიერ, ომის წარმოების მწვავე კრიტიკა გახდა. აღნიშნული სატელევიზიო სტუდია მოგზაურობის შესახებ პოპულარულ გადაცემას - „არიოლ ი რეშკას"-ს აკეთებს.