ბაბი კირკიტაძემ „ღამის შოუს ბენდი“ დატოვა - რა ხდება ცნობილი შოუს ანონსიდან?
1792783804
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, მიესალმება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, დაიწყოს გამოძიება პუტინის უკრაინაში შეჭრასა და უკრაინელ ხალხზე თავდასხმასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, რუსი ოკუპანტები უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულისთვის უნდა დაისაჯონ.
"მივესალმები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას, დაიწყოს გამოძიება პუტინის უკრაინაში შეჭრასა და უკრაინელ ხალხზე სასტიკ თავდასხმასთან დაკავშირებით. უკრაინაში ჩადენილი ნებისმიერი სამხედრო დანაშაული და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უნდა გასამართლდეს,"- აცხადებს ბორელი.