წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1770836556
გადაშენების პირას მყოფი ჩიტების სიმღერამ ავსტრალიურ ჩარტებში ტეილორ სვიფტს გადაუსწრო და ყველაზე გაყიდვადი ალბომების სიაში მესამე ადგილი დაიკავა.
Songs Of Disappearance (გაქრობის სიმღერები) - ასე ჰქვია ნამუშევარს, რომელიც ავსტრალიაში მცხოვრები ფრინველების ხმებითაა ჩაწერილი. მის შექმნაზე ჩარლზ დარვინის უნივერსიტეტის დოქტორანტებმა იმუშავეს.
ჩანაწერების კრებული 53 სახეობის ჩიტების სასიამოვნო გალობას მოიცავს.
ალბომის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი ავსტრალიის გარეული ცხოველების დამცველ ორგანიზაციაში ირიცხება, ხოლო ჩანაწერების კრებულის გამოშვების მიზანი პრობლემისა და კონსერვაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.