Exclusive: ისტერიულად ვტირი, ვცდილობ გონზე მოვიდე - რას უყვება უკრაინელი „პრაიმთაიმს“, რომელიც ქართველებსაც აფრთხილებს

ukraina

საინფორმაციო სააგენტო „პრაიმთაიმი" უკრაინაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ადგილობრივს დაუკავშირდა და ამ დროისთვის შექმნილ ვითარებაზე ექსკუზიურად ესაუბრა.

როგორც ტაია „პრაიმთაიმს" უყვება, ახლა კიევში სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. 

„დილის 5 საათზე ბომბების ხმამ გამაღვიძა. მას მერე ვცდილობ გონზე მოვიდე, მაგრამ არაფერი გამომდის.  ახლა თავშესაფარში ვიმყოფები, გვერდით ზურგჩანთა და საჭირო საბუთები მიდევს. ისტერიულად ვტირი და გაჩერებას ვერ ვახერხებ.  არ ვიცი რა იქნება მომავალში, არ ვიცი რას იზამს პუტინი. არ ვიცი რამდენად საჭიროა თქვენი ქვეყნისთვის ახლა ის, რაც მინდა რომ გითხრათ - ყოველი შემთხვევისთვის საჭირო ნივთები და საბუთები ერთ ადგილას მოიმარაგეთ. რადგან დამიჯერეთ, რამდენიმე საათში ამის გაკეთება ძალიან სტრესულია",- უყვება ალონა გლაზგოვა „პრაიმტაიმს". 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსული შეიარაღებული ძალების შესვლა დაიწყო. პარალელურად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის არაერთ ქალაქსა და დასახლებაში ისმის აფეთქებების ხმა და ხორციელდება სარაკეტო დარტყმები. 

 

ასევე ნახეთ - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ მოსახლეობას მიმართავს