კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ის მიერ ამერიკელი კონგრესმენის, „რესპუბლიკელი“ მარჯორი ტეილორ გრინის გვერდის დაბლოკვას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელს დემოკრატიის სირცხვილი უწოდა.
„Twitter-ი დემოკრატიის სირცხვილია. მას არ უნდა მიეცეს ამ ქვეყანაში ბიზნესის კეთების უფლება. მარჯორი ტეილორ გრინი პატიოსან, პატრიოტ და შრომისმოყვარე ამომრჩევლებს წარმოადგენს. ისინი არ იმსახურებენ ასეთ დამოკიდებულებას ურცხვი Twitter-ისა და Facebook-სგან. ყველამ უნდა დატოვოს Twitter-ი და Facebook-ი. ისინი მოსაწყენები არიან, მხოლოდ რადიკალურ მემარცხენე თვალსაზრისს წარმოადგენენ. ისინი ყველას სძულს. ისინი ჩვენი ქვეყნის სირცხვილი არიან. განაგრძე ბრძოლა, მარჯორი!“ – ნათქვამია აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს, ამერიკელ კონგრესმენს, „რესპუბლიკელ“ მარჯორი ტეილორ გრინს Twitter-მა გვერდი სამუდამოდ დაუბლოკა. მიზეზი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაა.
NEW!
— Liz Harrington (@realLizUSA) January 4, 2022
President Donald J. Trump:
"Twitter is a disgrace to democracy. They shouldn’t be allowed to do business in this Country. Marjorie Taylor Greene has a huge constituency of honest, patriotic, hard-working people. They don’t deserve what’s happened to them on places like... pic.twitter.com/1k8EBViWTc