1738268525
Corriere della Sera: უკრაინისთვის ომი ცუდად მიმდინარეობს, ფრონტის ხაზზე ძალები საბრძოლო მასალის გარეშე დარჩნენ, ხოლო დასავლეთში დისკუსიაა იმაზე, ღირს თუ არა მეტი იარაღის გაგზავნა
უკრაინისთვის ომი ცუდად მიმდინარეობს, ფრონტის ხაზზე ძალები საბრძოლო მასალის გარეშე დარჩნენ, ხოლო დასავლეთში დისკუსიაა იმაზე, ღირს თუ არა მეტი იარაღის გაგზავნა, - წერს იტალიური გაზეთი Corriere della Sera სტატიაში სატაურით ომი ცუდად მიმდინარეობს, რუსები კი წინ მიიწევენ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში კონფლიქტის კომენტირებისას, საიდანაც გაათავისუფლეს მინისტრის მოადგილე, ოლეგ კლიმენკოვი, ასევე თავდაცვითი შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი, მარინა ბეზრუკოვა, გამოცემა აღნიშნავს, რომ „ომი ცუდად მიმდინარეობს“ უკრაინისთვის.
„რუსები წინ მიიწევენ დონეცკში და მათ შესაჩერებლად საკმარისი არ არის 104 დრონის გაშვება, როგორც ეს მოხდა სამშაბათს ღამით, ან ნოვგოროდში ლუკოილის ქარხნისთვის ცეცხლის წაკიდება“, - აღნიშნულია სტატიაში.