CNN-მა 20 საუკეთესო წვნიანს შორის ხარჩო დაასახელა

ხარჩო

CNN-მა მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანი დაასახელა, რომელთა შორისაც ქართული კერძი - ხარჩოც მოხვდა. 

როგორც უცხოური გამოცემა წერს, ჩამონათვალს, რომელსაც რიგითობა არ აქვს, სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძებია ნახსენები, მათ შორის უკრაინული ბორში, ვიეტნამური ბიიფ ფო, ტაილანდური ტომ იამ გუნი, ესპანური გასპაჩო, მექსიკური მენუდო, ფრანგული ბუიაბესი და ა.შ.

„ქლიავის სოუსი, რომელსაც ტყემალი ეწოდება, საქართველოს ტრადიციულ ერთ-ერთ საყვარელ წვნიანს მკვეთრ და ტკბილ გემოს მატებს. ის მზადდება მოუმწიფებელი ქლიავისგან, რომლის სიმჟავეც აბალანსებს წვნიანში გაკეთებული ძროხის ცხიმიანი ხორცისა და დაფქული ნიგვზის მდიდარ გემოს. არომატები მოდის სუნელების ნარევის - ხმელი სუნელის, ქინძის, ქონდარის, შავი წიწაკისა და სხვა ინგრედიენტებისგან“,- წერს CNN კერძის შესახებ.