ვაშინგტონში მომხდარ ავიაკატასტროფას, სავარაუდოდ, ვერავინ გადაურჩა - CNN

ავიაკატასტროფა

ვაშინგტონში, რეიგანის ეროვნულ აეროპორტთან ავიაკატასტროფას სავარაუდოდ ვერავინ გადაურჩა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

ვაშინგტონის სახანძრო და სასწრაფო სამსახურის უფროსის, ჯონ დონელის განცხადებით, სამაშველო ოპერაციები ახლა ცხედრების ძებნის ოპერაციად გადაიქცა.

როგორც მედია წერს, ამ დროისთვის შეჯახების ადგილიდან, სულ მცირე, 30 ცხედარი ამოიყვანეს.

ცნობისთვის, American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 64 ადამიანი იმყოფებოდა, აშშ-ის არმიის Black Hawk-ის ტიპის ვერტმფრენს შეეჯახა.